თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთისა და ისნის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატები რიმა ბერაძე და ილია ჯიშკარიანი ჩუღურეთის რაიონში საპატრიარქოსთან არსებული ლომისის წმინდა გიორგის დედათა და ბავშვთა თავშესაფარს ეწვივნენ და პროდუქტი, საკანცელარიო ნივთები და პირადი მოხმარების საგნები გადასცეს.
დეპუტატებთან ერთად თავშესაფარს საქველმოქმედო ორგანიზაციის „კეთილი სამარიელი“ წარმომადგენლებიც ეწვივნენ და ილია ჯიშკარიანის შუამდგომლობით ბენეფიციარებს საჩუქრები გადასცეს.
ორგანიზაციას, რომელიც დედა ბარბარემ და მამა იოანემ საკუთარი სახსრებით რამდენიმე წლის წინ დააარსეს, 2-დან 10 წლამდე ასაკის 18 აღსაზრდელი ყავს და მას თავშესაფრის სტატუსი აქვს მინიჭებული.