საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე აცხადებს, რომ თანაინვესტირების პროექტი „პანორამა თბილისი“ 6 000 მოქალაქეს დაასაქმებს.
მისი თქმით, პროქტის განხორციელებისთვის ერთი მილიარდი ლარის დახარჯვა იგეგმება, თუმცა ბიუჯეტიდან ამისთვის არც ერთი თეთრი არ გადაირიცხება. განცხადებები ამის შესახებ რიმა ბერაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ბერაძე აღნიშნავს, რომ პროექტი არა მხოლოდ თბილისისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის მნიშვნელოვანი იქნება და ის საბაგიროსა და დაწოლილი ლიფტების საშუალებით ქალაქის ისტორიულ და ცენტრალურ უბნებს ერთმანეთთან დააკავშირებს.
„პროექტი 4 ნაწილისგან შედგება. სოლოლაკის ბაღები, სოლოლაკის მთები, ერეკლეს მოედანი და თავისუფლების მოედანი. ცეკავშირის შენობის ადგილას 241-ადგილიანი, 7- ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება, საიდანაც საბაგირო გზით მოხდება დაკავშირება სოლოლაკის მთებამდე“, - განაცხადა ბერაძემ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ პროექტში ჩართულია არქიტექტორები მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან, თავად პროექტი კი საქართველოს არქიტექტორთა კავშირმა შეადგინა, ამიტომ ბრალდებები იმის შესახებ, რომ პროექტი ქალაქის ისტორიულ ნაწილს ეხება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.
„არქიტექტორების განცხადებით, ამ პროექტში ძველსა და ახალს შორის შესანიშნავი თანხვედრაა“,- აღნიშნავს რიმა ბერაძე.
საკრებულოს დეპუტატის თქმით, პროექტი მოქალაქეთა დასაქმების კუთხითაც მნიშვნელოვანია.
„პროექტის ავტორებმა ქალაქში არსებული პარკინგის პრობლემებიც გაითვალისწინეს, „პანორამა თბილისის“ ფარგლებში, 1800 ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა სადგომი აშენდება.
მშენებლობის პროცესში, პროექტის ფარგლებში 6 000 ადამიანი, ხოლო დასრულების შემდეგ მუდმივ სამუშაო ადგილებზე 2 000 ათასი ადამიანი დასაქმდება, სადაც ხელფასის სახით 150 მილიონი ლარი გაიცემა.
აქ იქნება ევროპაში ყველაზე დიდი – ათასკაციანი დარბაზი. ეს კავკასიის რეგიონში ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია.
აქ განთავსდება დარბაზები სპორტის ყველა სახეობისთვის, ღია და დახურული აუზები, იმოქმედებს შეღავათები სოციალურად დაუცველ ბავშვებსა და მრავალშვილიან ოჯახებზე. იფუნქციონირებს საგანმანათლებლო დარბაზები და ყველა ტიპის კულტურული დაწესებულება“, - აცხადებს რიმა ბერაძე და აღნიშნავს, რომ პროექტის ბოლო ეტაპზე 30 000 მარადმწვანე ხე დაირგვება.
საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლის თქმით, ამჟამად პროექტი დასრულების სტადიაშია და მისი მშენებლობა მალე დაიწყება.
რიმა ბერაძემ აღნიშნა, რომ პროექტში გათვალისწინებული იქნება მოსახლეობისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან გამოთქმული ობიექტური შენიშვნები.
„პანორამა თბილისი“ სავარაუდოდ, მშენებლობის დაწყებიდან 1,5 წელიწადში დასრულდება.
რევაზ სოხაძე: „ მუნიციპალიტეტი გადაწყვეტილებას მხოლოდ ურბანული მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იღებს“
აგვისტო 16,2024ოთარ გრიგოლიამ საკრებულოში სტუდენტური პარლამენტის წევრებს უმასპინძლა
დეკემბერი 27,2023ოთარ გრიგოლია: „პროექტები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ორიენტირებულია თბილისელებზე და იმ საჭიროებებზე, რომელიც თბილისს აქვს“
დეკემბერი 19,2023