დედაქალაქის საკრებულოს ფრაქციის “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია თბილისის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-12 ფორუმს დაესწრო.
ოთარ გრიგოლია სესიაზე „სოციალური პოლიტიკა და ურბანული სიღარიბის შემცირების ხელშეწყობა“ სიტყვით გამოვიდა , სიღარიბის დაძლევის ხელშემწყობ ფაქტორებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სოციალური და საგანმანათლებლო პროგრამები, ჯანდაცვისა და სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები ხელს შეუწყობს სიღარიბის შემცირებას.
„მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გამოწვევა რჩება, სოციალური პოლიტიკა სწორი მიმართულებით მიდის, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ წლიდან წლამდე იზრდება სოციალური პრობლემების მიზნობრივი ჯგუფების დაფინანსების პროგრამები“.- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
ოთარ გრიგოლიამ მუნიციპალიტეტების მიერ სიღარიბის შემცირების მიმართულებით განხორციელებული პროგრამები დეტალურად განიხილა.
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი 2007 წლიდან იმართება, რომლის ფარგლებშიც, დედაქალაქი ყოველწლიურად, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონის სპიკერებს, სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, მუნიციპალიტეტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს მასპინძლობს.
ღონისძიების მიზანი გამოცდილების, თანამედროვე მიდგომებისა და იდეების გაზიარებაა, რომელიც თანამშრომლობის ჩამოყალიბებისა და ქალაქების განვითარების მდგრად და გრძელვადიან პერსპექტივას ქმნის.
ღონისძიება სახელწოდებით - „მდგრადი ეკონომიკური აღდგენა“ თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით იმართება.
ღონისძიებას თბილისის მერიისა და დედაქალაქის საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ნინო რუხაძემ საკრებულოში 2022-2023 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 19,2023ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ, ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 19,2023ოთარ გრიგოლია: ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ პროექტებში იდება და მუნიციპალური ინსტიტუციები ძლიერდება
აგვისტო 30,2023