თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ, დღეს გამართულ ბრიფინგზე, თბილისში მიუსაფარი ცხოველების პრობლემაზე ისაუბრა. როგორც ოთარ გრიგოლიამ განაცხადა, ეს საკითხი დედაქალაქისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.
საკრებულოს უმრავლესობის ლიდერის თქმით, აღნიშნული საკითხის გადაჭრის მიზნით, საქართველოს პარლამენტმა, დედაქალაქის მერიისა და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჩართულობით, შესაბამის კანონპროექტზე მუშაობა დაიწყო. ოთარ გრიგოლიას თქმით, ეს საკითხი მხოლოდ მუნიციპალურ დონეზე არ დგას, შესაბამისად, ახალი კანონი პროცესის მართვის შესაძლებლობას სრულიად საქართველოს მასშტაბით მოგვცემს.
„ქალაქის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მიუსაფარი ძაღლების პოპულაციის მართვაა. ამიტომ კანონის ჩარჩოში მოექცევა ცხოველების გამრავლება, აღრიცხვა, არასათანადო მოპყრობის ფაქტები და უსაფრთხოებისთვის საჭირო ნორმების დაცვა. ამას გარდა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამაში მხოლოდ თბილისი არ იქნება ჩართული და პროცესის მართვა ქვეყნის მასშტაბით მოხდება“- განაცხადა ოთარ გრიგოლია.
ნინო რუხაძემ საკრებულოში 2022-2023 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 19,2023ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ, ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 19,2023ოთარ გრიგოლია: ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ პროექტებში იდება და მუნიციპალური ინსტიტუციები ძლიერდება
აგვისტო 30,2023