21 თებერვალი 2022
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ მერიის სხვადასხვა სამსახურების უფროსების საკრებულოში არ გამოცხადების შესახებ ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხა. როგორც ოთარ გრიგოლიამ განაცხადა, მერიის საქალაქო სამსახურის უფროსებთან კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობს. მისივე თქმით, არის სხვადასხვა ფორმატი, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებს მერიის მთავრობის წევრებისთვის ნებისმიერი კითხვის დასმა შეუძლიათ, მაგრამ მერიის სამსახურები პოლიტიკურ შოუში მონაწილეობას არ მიიღებენ.
„მერიის საქალაქო სამსახურის უფროსებთან კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობს. არის კომისიური ფორმატები, სადაც ნებისმიერ დეპუტატს შეუძლია მივიდეს, დასვას კითხვა და ამომწურავი პასუხები მიიღოს. ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ხშირ შემთხვევაში პირად შეურაცხყოფას აყენებენ და გამოთქვამენ მძიმე პოლიტიკურ ბრალდებებს თბილისის მერიის მიმართ. სწორედ ამიტომ, გვაქვს მიღებული გადაწყვეტილება, დროებით, სანამ ეს პროცესი ასე გაგრძელდება, მერიის სამსახურები პოლიტიკურ შოუში მონაწილეობას არ მიიღებენ“- განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ.
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე ორი ფრაქცია შეიქმნა
ოქტომბერი 30,2025
ოთარ გრიგოლია: სუვერენიტეტის მოპოვებისკენ გადადგმული ნაბიჯები საშუალებას გვაძლევს არ ვიყოთ ჩაბმულები გაუაზრებელ კონფლიქტებში
ივნისი 06,2025