დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციასთან „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ არსებული ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს კოორდინატორი მარგალიტა ხიდირბეგიშვილი, ეზიდთა სასულიერო და კულტურული ცენტრის საზეიმო ცერემონიალს დაესწრო.
მარგალიტა ხიდირბეგიშვილის განცხადებით, ეზიდურმა თემმა, რომელსაც ამ დრომდე საქართველოში ტაძარი არ ჰქონია, ეზიდური კულტურის ცენტრი ააშენა, სადაც ასევე სამლოცველოცაა განთავსებული.
„დღევანდელი დღე ყველა ეზიდისთვის არამხოლოდ რელიგიური, არამედ კულტურული მნიშვნელობისაა. ეს ცენტრი ჩვენს თანამოქალაქე ეზიდებს საკუთარი ეთნიკური იდენტობის შენარჩუნებაში, მშობლიური ენისა და კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენაში დაეხმარება“, - განაცხადა ეროვნულუმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს კოორდინატორმა.
ღონისძიება ეზიდთა სასულიერო საბჭოს თავმჯდომარემ დიმიტრი ფირბარმა და ცენტრის ხელმძღვანელმა აგიდ მირზოევმა გახსნეს.
დიმიტრი ფირბარმა საქართველოში რელიგიური გაერთიანებებისათვის თანასწორუფლებიანი გარემოს მნიშვნელობასა და ხელშეწყობაზე, რელიგიის თავისუფლების დაცვასა და ტოლერანტობის კულტურის განვითარებაზე ისაუბრა და ცენტრალურ და დედაქალაქის მთავრობას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისათვის.
საქართველოს ეზიდთა სახლის ხელმძღვანელის შეფასებით, ღონისძიება უნიკალური ხასიათისაა და სამაგალითო უნდა იყოს სხვა ქვეყნებისათვისაც.
„მივესალმებით რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორუფლებიანობის მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებს. მიგვაჩნია, რომ დღევანდელი ღონისძიება ძალზედ მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ასეთი ტიპის ინსტიტუტი პოსტსაბჭოთა სივრცეში ბოლო 200 წლის მანძილზე არ დაარსებულა“-აღნიშნა აგიდ მირზოევმა.
ღონისძიებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უმცირესობების საკითხებში სოფო შამანიდი, პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, სახელმწიფო უწყებების, მედიის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების და საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლები დაესწრნენ.
რევაზ სოხაძე: „ მუნიციპალიტეტი გადაწყვეტილებას მხოლოდ ურბანული მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იღებს“
აგვისტო 16,2024ოთარ გრიგოლიამ საკრებულოში სტუდენტური პარლამენტის წევრებს უმასპინძლა
დეკემბერი 27,2023ოთარ გრიგოლია: „პროექტები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ორიენტირებულია თბილისელებზე და იმ საჭიროებებზე, რომელიც თბილისს აქვს“
დეკემბერი 19,2023