თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელიც ონლაინ ფორმატში ჩატარდა, დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.
დედაქალაქის ბიუჯეტის პირველადი ვერსია, კანონის შესაბამისად, საკრებულოში 15 ნოემბერს შემოვიდა. თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის მთლიანი მოცულობა 840 302,5 ათასი ლარით განისაზღვრა.
2021 წლის ბიუჯეტის პროექტი ფრაქციის წევრებს თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ და საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინეს. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია შემდეგი ძირითადი პრიორიტეტების დაფინანსება:
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - აღდგენა - 72 223,2 ათასი ლარი;
ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლოატაცია და ავარიული
შენობების გამაგრება - 140 088,3 ათასი ლარი;
ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება - 106 218,4 ათასი
ლარი;
ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა - 4 164,4 ათასი ლარი;
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება - 39 157,3 ათასი ლარი;
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 164 376,9 ათასი ლარი;
განათლება - 162 919,0 ათასი ლარი;
კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა - 38 814,5 ათასი ლარი;
საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება - 4 402,3 ათასი ლარი.
თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები - 107 938,2
ათასი ლარი.
ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ ბიუჯეტის განხილვის პროცედურებზე ისაუბრეს. მათი განცხადებით, პანდემიით გამოწვეული კრიზისის გათვალისწინებით, წარმოდგენილია ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი, რომელიც საკრებულოს რეკომენდაციებით და შენიშვნებით მერიას დაუბრუნდება. როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, ბიუჯეტის პროექტს 24 ნოემბრამდე საკრებულოს ფრაქციები და კომისიები განიხილავენ, 24 ნოემბერს ბიუჯეტი საკრებულოს შენიშვნებით და რეკომენდაციებით მერიას გადაეგზავნება.
ნინო რუხაძემ საკრებულოში 2022-2023 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 19,2023ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ, ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 19,2023ოთარ გრიგოლია: ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ პროექტებში იდება და მუნიციპალური ინსტიტუციები ძლიერდება
აგვისტო 30,2023