თბილისის საკრებულოში ისრაელის ლიდერთა ცენტრ „ახალგაზრდა ელჩების“ სტუდენტთა დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე, ასევე ისრაელის ელჩი საქართველოში შაბთაი ცური მონაწილეობდნენ.
სტუმრებს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი მიესალმა და საქართველოსა და ისრაელს შორის მეგობრობაზე ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა შეხვედრის ორგანიზატორებს და ისრაელის ელჩს საქართველოში შაბთაი ცურის.
„ჩვენს ქვეყნებს ოცდაექვსსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებს. თქვენი სტუმრობა იმის გარანტიაა, რომ ეს მეგობრობა და ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. ისრაელი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მეგობარია. საქართველო ხშირად ცდილობს მიბაძოს ისრაელს იმ წარმატებებში, რომელსაც მთელი რიგი მიმართულებებით მიაღწია და ჩვენ ამ კუთხით თქვენი ქვეყნის ხელშეწყობის იმედი გვაქვს. მზად ვართ მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი დედაქალაქის შესახებ, გაგაცნოთ თბილისის მუნიციპალიტეტის სტრუქტურა, მმართველობის ფორმა და ის პრიორიტეტები, რომელზეც ვმუშაობთ. ჩვენ ყოველთვის დიდი სიამოვნებით მივიღებთ სტუმრებს ისრაელიდან,“- განაცხადა ბექა დავითულიანმა.
ისრაელის ელჩმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა თბილისის საკრებულოს გულთბილი მიღებისთვის.
„საქართველოსა და ისრაელს შორის მეგობრობა ბოლო წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაღრმავდა. მუნიციპალიტეტების დონეზე ვიწყებთ დამეგობრებას და დაძმობილებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,“- განაცხადა შაბთაი ცურიმ.
ბექა დავითულიანმა, ლევან ჟორჟოლიანმა და გიორგი ჩაკვეტაძემ სტუდენტებს თბილისის მუნიციპალიტეტების პრიორიტეტები, მმართველობის ფორმა და ფუნქციები გააცნეს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ლიდერთა ცენტრის სტუდენტების შეკითხვები შეეხებოდა თბილისის მომავალს, ეკონომიკურ წინსვლას, ტურიზმის განვითარებას, ახალგაზრდულ პროგრამებს.
შეხვედრის დასასრულს თბილისის საკრებულოს წევრებმა სტუდენტებს წარმატება უსურვეს და იმედი გამოთქვეს, რომ მათი მომავალი საქმიანობა საქართველო-ისრაელის ურთიერთობას კიდევ უფრო დააახლოებს.
რევაზ სოხაძე: „ მუნიციპალიტეტი გადაწყვეტილებას მხოლოდ ურბანული მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იღებს“
აგვისტო 16,2024ოთარ გრიგოლიამ საკრებულოში სტუდენტური პარლამენტის წევრებს უმასპინძლა
დეკემბერი 27,2023ოთარ გრიგოლია: „პროექტები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ორიენტირებულია თბილისელებზე და იმ საჭიროებებზე, რომელიც თბილისს აქვს“
დეკემბერი 19,2023