თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დელეგაცია საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ახვლედიანის, ფრაქციის ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოსთვის’’ თავმჯდომარე რიმა ბერაძის, ფრაქციის ,,თბილისელები’’ თავმჯდომარე გიორგი მუსხელიშვილის და ფრაქციის ,,ნაციონალური მოძრაობა-თბილისი’’ თავმჯდომარის ირაკლი აბესაძის შემადგენლობით გუანჯოუს პროვინციაში ვიზიტს განაგრძობს.
დეპუტატები ვიზიტის ფარგლებში გუანჯოუს ორ ვიცე მერსა და მათი საკურატორო სფეროების წარმომადგენლებს შეხვდნენ და თანამშრომლობის სამომავლო პერპექტივები განიხილეს. დღესვე დელეგაციის წევრებმა საქმიანი შეხვედრები გუანჯოუს არქიტექტურისა და ქალაქ-გეგმარების სამსახურების ხელმძღვანელობასთან გამართეს და ერთმანეთს ამ სფეროებში არსებული გამოცდილება გაუზიარეს. თბილისის საკრებულოს დეპუტატები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმიანი ვიზიტით 8 სექტემბერს გაემგზავრნენ.
თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს დელეგაცია საერთაშორისო ტურისტული გამოფენის გახსნაშიც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 2015 წლის 11-13 სექტემბერს გუანჯოუში, ჩინეთის იმპორტისა და ექსპორტის საგამოფენო კომპლექსში გაიმართება.