დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ და მასთან არსებული ეროვნული უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს ერთობლივი ინიციატივითა და საპრეზიდენტო ფონდის ხელშეწყობით პროექტი „ვისწავლოთ ქართული“ პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტი, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელმწიფო ენისა და კონსტიტუციის საფუძვლების ინტეგრირებული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, ქართული ენის უფასო სამთვიან კურსებს გულისხმობს.
პრეზენტაციის თანახმად, რომელიც თბილისის მეგობრობის სახლში გაიმართა, ეროვნული უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს კოორდინატორმა მარგალიტა ხიდირბეგიშვილმა, ეთნიკურ უმცირესობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველთან სოფიო შამანიდთან ერთად გახსნა.
მარგალიტა ხიდირბეგიშვილის განცხადებით, სამთვიანი კურსები საყოველთაოა, თუმცა, ძირითადად, არაქართულენოვან მოსახლეობაზეა გათვლილი და მიზნად ეროვნულ უმცირესობებში ენობრივი ბარიერის დაძლევას ისახავს. მისივე თქმით, ქართულ ენასა და ლიტერატურას მსურველებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები შეასწავლიან. კურსდამთავრებულებს კი, შესაბამისი სერთიფიკატები გადაცემათ.
პრეზენტაციას, რომელიც „მეგობრობის სახლში“ გაიმართა, თბილისში მცხოვრები დიასპორების წარმომადგენლები და ქართული ენის შემსწავლელი კურსებით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
რევაზ სოხაძე: „ მუნიციპალიტეტი გადაწყვეტილებას მხოლოდ ურბანული მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იღებს“
აგვისტო 16,2024ოთარ გრიგოლიამ საკრებულოში სტუდენტური პარლამენტის წევრებს უმასპინძლა
დეკემბერი 27,2023ოთარ გრიგოლია: „პროექტები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ორიენტირებულია თბილისელებზე და იმ საჭიროებებზე, რომელიც თბილისს აქვს“
დეკემბერი 19,2023