თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარეს ერეკლე კუხიანიძეს უმრავლესობა დაატოვებინეს. განცხადება ამის შესახებ დღეს ფრაქცია „ ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა დავთულიანმა გააკეთა. როგორც ბექა დავითულიანმა აღნიშნა, ერეკლე კუხიანიძესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება უმრავლესობის თითოეული წევრის სინდისის კარნახით იყო მიღებული და არა იმ სპექტაკლით, რომელიც გუშინ საკრებულოში ოპოზიციამ დადგა. მისივე თქმით, ერეკლე კუხიანიძის ფრაქციიდან გარიცხვის გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების“ სხდომაზე დამსწრე ფრაქციის ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
„პირველ რიგში, კიდევ ერთხელ მინდა მწუხარება გამოვთქვა 15 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების გამო. ამ ფონზე ყველაფერი მნიშვნელობას კარგავს. თუმცა, უნდა გაცნობოთ გადაწყვეტილება, რომელზეც გუშინ, უმრავლესობის ფორმატში ვიმსჯელეთ. უკანასკნელ დღეებში მე ყველას ხაზგასმით განვუმარტავდი, რომ უმრავლესობა კანონით დადგენილი პროცედურების მიხედვით შეიკრიბებოდა და მიიღებდა გადაწყვეტილებას ერეკლე კუხიანიძის განცხადებებთან დაკავშირებით. ასეც მოხდა და ჩვენი გადაწყვეტილება უმრავლესობის თითოული წევრის სინდისის კარნახით იქნა მიღებული და არა იმ სპექტაკლით, რომელიც გუშინ საკრებულოში ოპოზიციამ დადგა. ჩვენ შევიკრიბეთ კანონის შესაბამისად, პროცედურის მიხედვით დადგენილ ვადებში და გადავწყვიტეთ, რომ ერეკლე კუხიანიძეს დავატოვებინოთ უმრავლესობის რიგები. საკრებულოს უმრავლესობამ ასევე ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საკრებულოს უახლოეს სხდომაზე დავაყენოთ ერეკლე კუხიანიძის გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხი“- განაცხადა ბექა დავითულიანმა.
ნინო რუხაძემ საკრებულოში 2022-2023 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 19,2023ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ, ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 19,2023ოთარ გრიგოლია: ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ პროექტებში იდება და მუნიციპალური ინსტიტუციები ძლიერდება
აგვისტო 30,2023