04 აპრილი 2015 დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის’’ სხდომაზე დეპუტატებმა ჩუღურეთის და დიდუბის რაიონის გამგებლების 2015 წლის I კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინეს.
ანგარიში, ძირითადად, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, კეთილმოწყობით სამუშაოებს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს, გზებისა და ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას, ასევე იმ მნიშვნელოვან სოციალურ პროექტებს შეეხო, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობისთვისაა მნიშვნელოვანი.
გამგებლებმა საკრებულოს წევრებს საკუთარ რაიონებში წყალმომარაგებისა და გაზიფიცირების სამუშაოების, სპორტული მოედნების რეაბილიტაციის, სკვერების მოწყობისა და სხვა მნიშვნელოვანი სამუშაოების მიმდინარეობის თაობაზე მიაწოდეს ინფორმაცია.
სხდომაზე გარდა წარმოდგენილი ანგარიშისა, საუბარი იმ გამოწვევებსა და სირთულეებსაც შეეხო, რომლებიც ახალ ხელისუფლებას დახვდა. რაიონული გამგეობების ხელმძღვანელებმა ფრაქციის წევრებს პრობლემების მოგვარების საკუთარი ხედვები და გეგმები წარმოუდგინეს და ამასთან, სხვადასხვა დაგეგმილ ან მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრეს.
ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ საინვესტიციო ჯგუფებთან ინტენსიური მოლაპარაკებების თაობაზეც ისაუბრა, რაც ავარიული ,,თბილისური ტიპის ეზოებიდან’’ მოსახლეობის გაყვანას, მათთვის თანამედროვე სახლების მშენებლობასა და შესაბამისად, მოსახლეობის თავიანთი პირველად საცხოვრებელ ადგილას დაბრუნებას ითვალისწინებს.
დიდუბის რაიონში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა წარმოადგინა და აღნიშნა, რომ მოსახლეობასა და თვითმმართველობას შორის მეტი კომუნიკაციის მიზნით რაიონში სოციალური ჯგუფებისგან დაკომპლექტებული კომიტეტებია შექმნილი, რაც გამგეობას პრიორიტეტების განსაზღვრასა და არსებული პრობლემების წარმოჩენაში მნიშვნელოვნად ეხმარება.
წარმოდგენილი პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დეპუტეტებმა გამომსვლელებს გარკვეული რეკომენდაციები და წინადადებები წარუდგინეს და დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონების მუშაობა დადებითად შეაფასეს. ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის’’თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ წარმოდგენილი ანგარიში შეაჯამა და გამგებლებს გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა.
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე ორი ფრაქცია შეიქმნა
ოქტომბერი 30,2025
ოთარ გრიგოლია: ევროსაბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის ზოგი წევრის აქტივიზმი საქართველოს საკითხზე კითხვებს აჩენს მათ ობიექტურობაზე
ივლისი 03,2025