ფრაქციასთან „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ არსებული ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს ინიციატივით, თბილიის მერიის მხარდაჭერითა და ორგანიზაცია „ეთნოსთაშორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრის“ ძალისხმევით, 5-დან 15 აგვისტოს ჩათვლით, 75-მდე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ბაკურიანში საერთაშორისო ბანაკ „ტოლერანტობის სათავეები“-ში გაემგზავრა.
ბავშვები ბაკურიანში დასასვენებლად თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ - გიორგი ალიბეგაშვილმა გააცილა.
„საზოგადოებაში ტოლერანტობის სულისკვეთებისა და დემოკრატიული ფასეულობების განმტკიცება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი მრავალეთნიკური ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა“, - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა. საკრებულოს თავმჯდომარემ ბავშვებს სასიამოვნო დასვენება უსურვა.
ბანაკში, როგორც საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები, ისე უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები გაემგზავრნენ.
პროექტი საქართველოში მესამედ ხორციელდება და მისი ფინანსური მხარდამჭერია: ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, გოეთეს საერთაშორისო ინსტიტუტი, ევროკავშირისა და „ებრაელთა ევრო-აზიური კონგრესი“.