თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე „ჰოლოდომორის“ მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად გამართულ საღამოს დაესწრნენ.
უკრაინული საზოგადოებრივი ორგანიზაციის „საქართველოს უკრაინელების ფორუმი“ -ს მიერ გამართული ღონისძიება „ხსენების ზარები“, 1932-1933 წლებში უკრაინაში მომხდარი მასობრივი შიმშილობის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმით „უკრაინელების განადგურება“ გაიხსნა.
ფილმის ჩვენების შემდეგ, შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა მიმართა.
„უკრაინის ტერიტორიაზე მოწყობილი მასობრივი შიმშილობა დანაშაულია კაცობრიობის წინაშე. ეს იგივეა, რაც „ჰოლოკოსტი“ და ის რაც დღეს სირიაში ხდება. „ჰოლოდომორი“ უკრაინის ეროვნული სულის გატეხვას ისახავდა მიზნად, მაგრამ უკრაინის სული არ გატყდება, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ“, - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ „ჰოლოდომორის“ მსხვერპლთა საქართველოში მცხოვრები შთამომავლები, რომლებმაც ქართველ ხალხს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს.
თავის მხრივ, ფრაქციის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ საქართველოში მცხოვრებ უკრაინელებს სიტყვით მიმართა, „ჰოლოდომორის“ ტრაგედია გაიხსენა და ქართულ-უკრაინულ მეგობრობაზე ისაუბრა.
„დღეს გლოვის დღეა და მას უკრაინელ მეგობრებთან ერთად ავღნიშნავთ. „ჰოლოდომორის“ შემზარავი ტრაგედიის კიდევ ერთხელ გახსენების შემდეგ, საუბარი ძალიან ძნელია იმიტომ, რომ ჩვენმა ქვეყანამაც მცირე ხნის წინ საბრძოლო მოქმედებები გადაიტანა. ქართველ და უკრაინელ ხალხს დიდი მეგობრობა აკავშირებს, რომელიც მჯერა, რომ საუკუნეებს გაუძლებს“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.
ღონისძიება „ხსენების ზარები“ ხსოვნის სანთლების ანთებით დასრულდა, რომელსაც საკრებულოს ფრაქციასთან „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს კოორდინატორი მარგალიტა ხიდირბეგიშვილი, საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები, საქართველოში მცხოვრები უკრაინელები, მათ შორის „ჰოლოკოსტის“ მსხვერპლთა შთამომავლები, უკრაინიდან დევნილები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
2006 წელს უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი „1932-1933 წლის უკრაინაში შიმშილობის შესახებ“ რომლის მიხედვითაც უკრაინელი ხალხის გენოციდის ფაქტი აღიარეს. „ჰოლოდომორმა“ 7 მილიონამდე უდანაშაულო უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა.
რევაზ სოხაძე: „ მუნიციპალიტეტი გადაწყვეტილებას მხოლოდ ურბანული მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იღებს“
აგვისტო 16,2024ოთარ გრიგოლიამ საკრებულოში სტუდენტური პარლამენტის წევრებს უმასპინძლა
დეკემბერი 27,2023ოთარ გრიგოლია: „პროექტები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ორიენტირებულია თბილისელებზე და იმ საჭიროებებზე, რომელიც თბილისს აქვს“
დეკემბერი 19,2023