თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე უკრაინის ელჩს საქართველოში იგორ დოლგოვს შეხვდნენ.
შეხვედრაზე, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა, გიორგი ალიბეგაშვილმა და რიმა ბერაძემ საქართველოსა და უკრაინას შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
იგორ დოლგოვმა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წელს თბილისში გამართული ღონისძიებისთვის - „უკრაინული გაზაფხული კიევის ქუჩაზე“ მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის დღეები საქართველოში წელსაც სათანადოდ აღინიშნება.
შეხვედრაზე მხარეებმა მომავალი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
უკრაინის ელჩთან შეხვედრას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციასთან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს კოორდინატორი რიტა ხიდირბეგიშვილი და უკაინის საელჩოს წარმომადგენელი ვიქტორია ლიალინა ესწრებოდნენ.
რევაზ სოხაძე: „ მუნიციპალიტეტი გადაწყვეტილებას მხოლოდ ურბანული მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იღებს“
აგვისტო 16,2024ოთარ გრიგოლიამ საკრებულოში სტუდენტური პარლამენტის წევრებს უმასპინძლა
დეკემბერი 27,2023ოთარ გრიგოლია: „პროექტები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ორიენტირებულია თბილისელებზე და იმ საჭიროებებზე, რომელიც თბილისს აქვს“
დეკემბერი 19,2023