თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ალიბეგაშვილი და საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე - რიმა ბერაძე, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალური ვიდეო რგოლისა და დოკუმენტური ფილმის "ვეტერანი" პრეზენტაციას დაესწრნენ.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი პატრიოტული ნამუშევრების მიზანი საზოგადოებაში ვეტერანების მიმართ ცნობიერების ამაღლება, სამშობლოს და ერის წინაშე მათი გმირობისა და ღვაწლის წარმოჩენა და ახალ თაობაში პატრიოტული სულისკვეთების გაღვივებაა.
პრეზენტაციას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ვეტერანები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, თბილისის მერიის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.