11 მარტი 2016 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე საქართველოში მცხოვრები გერმანული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
დიასპორის ოფისში გამართულ შეხვედრაზე საკრებულოს წარმომადგენლები სათვისტომოს საქმიანობას და სამომავლო გეგმებს გაეცნენ, დიასპორის წინაშე არსებული ამოცანების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაპირდნენ.
მიწვეულმა სტუმრებმა დიასპორის ოფისში საქართველოში მცხოვრები გერმანელებისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა დაათვალიერეს.
როგორც გიორგი ალიბეგაშვილმა და რიმა ბერაძემ აღნიშნეს, უახლოეს მომავალში თბილისში „მეგობრობის სახლის“ გახსნა იგეგმება, რომელიც ეთნიკური უმცირესობების შეკრებისა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების მოწყობის ადგილი იქნება.
შეხვედრას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციასთან „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ არსებულ ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს კოორდინატორი მარგალიტა ხიდირბეგიშვილი და გერმანიის საელჩოს კულტურის ატაშე ქრისტოფერ ფრონცეკი ესწრებოდნენ.
საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებთან და სათვისტომოებთან მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე ორი ფრაქცია შეიქმნა
ოქტომბერი 30,2025
ოთარ გრიგოლია: ევროსაბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის ზოგი წევრის აქტივიზმი საქართველოს საკითხზე კითხვებს აჩენს მათ ობიექტურობაზე
ივლისი 03,2025