თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს თავმჯდომარე ბექა დავითულიანი სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ თბილისის მერის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც ბექა დავითულიანმა აღნიშნა, სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა თბილისის საცობებისგან განტვირთვაა. მისივე თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება. მათ შორის, მოწესრიგდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, დაიწყება მუნიციპალური ავტოპარკის განახლება და განხორციელდება მეტროს რეაბილიტაცია.
გარდა ამისა, ბექა დავითულიანის თქმით, ცვლილება შევა დასუფთავების, სადისტრიბუციო და სამშენებლო სატვირთო ავტომანქანების გადაადგილების განრიგშიც.
„დღეს დედაქალაქის მერმა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები დაანონსა, რომლებიც ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარებას ეხება. ამ მიმართულებით გადადგმული თითოეული ნაბიჯი დადებით შედეგს გამოიღებს და ჩვენი ქალაქი საცობებისგან განიტვირთება“ - განაცხადა ბექა დავითულიანმა.
რევაზ სოხაძე: „ მუნიციპალიტეტი გადაწყვეტილებას მხოლოდ ურბანული მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იღებს“
აგვისტო 16,2024ოთარ გრიგოლიამ საკრებულოში სტუდენტური პარლამენტის წევრებს უმასპინძლა
დეკემბერი 27,2023ოთარ გრიგოლია: „პროექტები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ორიენტირებულია თბილისელებზე და იმ საჭიროებებზე, რომელიც თბილისს აქვს“
დეკემბერი 19,2023