„ვარკეთილის მეტროში მომხდარი შემთხვევის საკითხის განხილვა სამუშაო და არა სანახაობრივ ფორმატში მოხდება. ოპოზიციას კი თბილისის მერის, კახა კალაძის საკრებულოში დაბარება სწორედ შოუს მოსაწყობად სურდა,“ - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა გააკეთა. მისი თქმით, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა და ამაზე რეაგირება საკრებულოს მხრიდან, რა თქმა უნდა, იქნება.
როგორც ბექა დავითულიანმა განმარტა, ერთი ოპოზიციური ჯგუფისგან იყო შემოთავაზება, საკრებულოს რიგგარეშე სხდომის გამართვის შესახებ, მეორე ოპოზიციური ჯგუფი კი მათთან ფრაქციის ფორმატში შესაბამისი თანამდებობის პირების დაბარებას ითხოვდა. დავითულიანის თქმით, მომხდართან დაკავშირებით კითხვები საკრებულოს უმრავლესობასაც აქვს და საკითხის განხილვა იმ ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე გადაწყდა, რომელთაც ტრანსპორტის მიმართულება უშუალოდ ეხებათ.
დეპუტატის თქმით, ორივე ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენლები აღნიშნული კომისიების წევრები არიან და საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღება თავისუფლად შეუძლიათ. ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ ოპოზიციას რიგგარეშე სხდომის ჩატარება და მასზე თბილისის მერის მოწვევა იმისთვის სურდა, რომ განხილვაში შოუს მეტი ელემენტი ყოფილიყო. ბექა დავითულიანის თქმით, მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა, რომ კომისიის ფორმატში მომხდარის დეტალურად განხილვის უფრო მეტი შესაძლებლობაა.
როგორც დავითულიანი აცხადებს, საკრებულომ აღნიშნულ თემაზე უნდა იმსჯელოს და მომხდართან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს.
ნინო რუხაძემ საკრებულოში 2022-2023 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 19,2023ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ, ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 19,2023ოთარ გრიგოლია: ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ პროექტებში იდება და მუნიციპალური ინსტიტუციები ძლიერდება
აგვისტო 30,2023