15-16 ოქტომბერს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ მიმდინარეობს, რომელშიც ევროპის, აზიის და ჩრდილოეთ ამერიკის 31 ქვეყნის წარმომადგენლობითი დელეგაცია მონაწილეობს.
ღონისძიების მეორე დღეს, რომელიც აბრეშუმის გზის შემადგენელი ქვეყნების პროდუქციის გამოფენას მიეძღვნა, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის’’ თავმჯდომარე რიმა ბერაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ჯოხაძე, ფრაქციის ,,თბილისელები’’ თავმჯდომარე გიორგი მუსხელიშვილი და უმრავლესობის წევრი დავით უთმელიძე დაესწრნენ.
დღესვე ფორუმის მონაწილეებმა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის თაობაზე იმსჯელეს და კონკრეტული საპროექტო წინადადებები განიხილეს.
,,აბრეშუმის გზის ფორუმს'', რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პატრონაჟით იმართება და რომლის ორგანიზატორი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობაა, მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად, მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ბიზნესმენი და ინვესტორი ესწრება.