16 აგვისტო 2016 დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა სამი საკითხი განიხილეს.
საკრებულოს წევრებმა გლდანის, კრწანისისა და ისნის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატების ნინო გოგუაძის, ბექა ნაცვლიშვილისა და ირაკლი აბუსერიძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია ცნობად მიიღეს.
მაჟორიტარმა წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთარი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებით მას შემდეგ მიმართეს, რაც პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2016 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად წარადგინა.
საკრებულოს წევრებმა კოლეგების მიერ გაწეული საქმიანობა დადებითად შეაფასეს და თითოეულ მათგანს პროფესიული წარმატება უსურვეს.
ბექა ნაცვლიშვილი და ირაკლი აბუსერიძე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მაჟორიტარ დეპუტატებად ისნის რაიონში წარადგინა, ნინო გოგუაძე კი საბურთალოს რაიონში იყრის კენჭს.
საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი განიხილეს
ნოემბერი 21,2025
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა
ოქტომბერი 31,2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს
ოქტომბერი 30,2025