20 ნოემბერი 2014 თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, საკრებულოს კოალიცია ,,ქართულ ოცნებაში' შემავალი ფრაქციებისა და დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.
თბილისის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე მსჯელობა 5 საათის განმავლობაში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
როგორც დეპუტატებმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადეს, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლები დეტალურად დაინტერესდნენ, როგორც შემოსავლების, ასევე ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილით და რამდენიმე მუხლში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოვიდნენ.
საკრებულოს კოალიცია ქართულ ოცნებაში შემავალი ფრაქციების დეპუტატები და დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლები ბიუჯეტის პროექტში ასახულ ძირითად პრინციპებზე შეთანხმდნენ, თუმცა, მათივე თქმით, განხორციელდება გარკვეული ცვლილებები.
დედაქალქის მთავრობა 2015 წლის ქალაქის მთავარი დოკუმენტის პროექტზე საკრებულოს კომისიებთან და სხვა ფრაქციებთან ერთადაც იმსჯელებს, რის შემდეგაც დაიდება საბოლოო დასკვნა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი გადაეგზავნება.
საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი განიხილეს
ნოემბერი 21,2025
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა
ოქტომბერი 31,2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს
ოქტომბერი 30,2025