28 აპრილი 2017 დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილი უძღვებოდა.
სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ სამ საკითხზე იმსჯელეს.
დეპუტატებმა განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებების, განაშენიანების რეგულირების გეგმების პროექტებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებით დავალებაში შესატანი ცვლილებების შესახებ იმსჯელეს.
კომისიის წევრებმა მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ წარმომადგენილი საკითხების დეტალური განხილვის შედეგად, ნაწილს დადებითი რეკომენდაცია მისცეს, ნაწილი კი საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით გადადეს.
დღესვე, სხდომაზე „ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით და 43 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის , მისი შევსების, ჩაბარების წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის #11-44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საკრებულოს დადგენილების პროექტის შესახებ იმსჯელეს.
საკითხის თაობაზე ინფორმაცია დეპუტატებს შპს თბილსერვის ჯგუფის წარმომადგენელმა მიაწოდა.
კომისიის სხდომაზე „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისი ს #14-39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხების თაობაზეს იმსჯელეს და მათ დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე განხილულ საკითხებს კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილი დეპუტატებს დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს.
სხდომას კომისიის წევრებთან ერთად თბილისის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების და გენგეგმის ჯგუფის- „სითი ინსტიტუტი საქართველო“ წარმომადგენლები, ასევე განმცხადებლები ესწრებოდნენ.
საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი განიხილეს
ნოემბერი 21,2025
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა
ოქტომბერი 31,2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს
ოქტომბერი 30,2025