28 დეკემბერი 2018
თბილისის საკრებულოში 2018 წლის ბოლო სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილიო საკითხები განიხილეს.
საკრებულოს წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის, ასევე ,,დანგრეული სახლების მცხოვრებელთა კომპენსაციის’’ ქვეპროგრამების წესების დამტკიცებას დაუჭირეს მხარი.
დღესვე სხდომაზე თბილისში მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე იმსჯელეს და საკითხი დადებითად შეაფასეს.
დეპუტატების მხარდაჭერით, ცვლილება განხორციელდა თბილისის საკრებულოს რეგლამენტსა და თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში.
გარდა ამისა, სხდომაზე თანხმობა მიეცა თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზების კონკრეტული ფორმის განსაზღვრას.
საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი განიხილეს
ნოემბერი 21,2025
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა
ოქტომბერი 31,2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს
ოქტომბერი 30,2025