13 ნოემბერი 2018 თბილისის საკრებულოს სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 14 საკითხზე იმსჯელეს. სხდომაზე საკრებულოს წევრების გადაწყვეტილებით, თანხმობა მიეცა მეწარმეთათვის მიწის ნაკვეთების იჯარის ფორმით გადაცემას, ასევე ადგილ-მონაცვლეობასა და რამდენიმე მისამართზე ზონალურ ცვლილებებს.
დეპუტატებმა ასევე მხარი დაუჭირეს ტაბახმელაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლების განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტისა და დაბა კოჯორში მდებარე მიწის ნაკვეთებზე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტის დამტკიცებას.
დღესვე, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა მიწის ნაკვეთის, პირდაპირი განკარგვის წესით, პრივატიზებით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიისთვის გადაცემას დაუჭირეს მხარი. საქართველოს საპატრიარქოს მიწის ნაკვეთი შემდგომში ეკლესიის მშენებლობის მიზნით გადაეცემა.
დეპუტატებმა ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის ,,თბილისი“ ჩატარებისათვის განსახორციელებელ ცვლილებებსაც დაუჭირეს მხარი.
საკრებულოს სხდომას თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი განიხილეს
ნოემბერი 21,2025
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა
ოქტომბერი 31,2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს
ოქტომბერი 30,2025