თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს წევრების აკაკი ალადაშვილის, ვლადიმერ ბოჟაძის, ირაკლი ხელაძისა და ზაზა თავაძისთვის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ იმსჯელეს. მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც აღნიშნული დეპუტატების, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრების, უფლებამოსილება საკანონმდებლო ორგანომ ცნო.
აკაკი ალადაშვილის, ვლადიმერ ბოჟაძის, ირაკლი ხელაძისა და ზაზა თავაძისთვის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტა თბილისის საკრებულომ ცნობად მიიღო.