თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა. სხდომა პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა, რის შემდეგაც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
საკრებულოს წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილება განიხილეს,. ცვლილების თანახმად წესში ჩნდება დამატებითი ჩანაწერი დევნილის/ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებთან დაკავშირებით. კერძოდ, ცვლილების მიხედვით, წესი არ გავრცელდება დევნილის/ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებზე/ოჯახებზე მაშინაც კი, თუ ოჯახის ერთ წევრს მაინც აქვს მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი. გარდა ამისა, წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს ემატება „ვ“ ქვეპუნქტი, რომლითაც უსახლკარო პირად რეგისტრაციის დამატებით პირობად განისაზღვრება, რომ განაცხადის შევსების დროს პირი იყოს სრულწლოვანი.
სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ აბულაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილება წარადგინა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა ,,მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ გასაწევი ზოგიერთი ანაზღაურებადი მომსახურების სახისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილება გააცნო საკრებულოს წევრებს.
საკრებულოს წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილებებიც მოისმინეს, რომელიც დამხმარე ფართების რეგისტრაციას ეხება.
ამასთან, სხდომაზე კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, ერთ-ერთ მისამართზე გასატარებელი ღონისძიებების საკითხის შეთანხმების საკითხი, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ დადგენილებაში ცვლილება განიხილეს.
აღნიშნული საკითხების გარდა, საკრებულოს სხდომაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ თბილისის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთების იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები წარადგინა.
დღესვე, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ცვლილებას დაუჭირეს მხარი და რამდენიმე მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმა დაამტკიცეს.