თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა. საკრებულოს სხდომა პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა, რის შემდეგად საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა ვალერი ჭიღლაძემ მუნიციპალური ინსპექციის უფროსის თანამდებობაზე თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ყოფილი უფროსი გოგი ჩიქოვანი წარადგინა. საკრებულოს წევრებმა წარდგენილ კანდიდატურას მხარი დაუჭირეს და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს.
სერგო ბირკაძემ და მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს უფროსმა გიორგი მარგებაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ გასაწევი ზოგიერთი ანაზღაურებადი მომსახურების სახისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2021 წლის 7 სექტემბრის №87-81 დადგენილებაში ცვლილები წარადგინეს.
იურიდიულ საქალაქო სამსახურის უფროსმა სერგო ბირკაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესში დადგენილების პროექტი გააცნო საკრებულოს წევრებს.
სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ აბულაძემ კომისიის სხდომაზე სსიპ – თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილებაში შესატანი ცვლილებზე ისაუბრა.
წარმოდგენილი ცვლილებების შესაბამისად, სააგენტოს უფლება ენიჭება დამუშავებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვისა და მართვის სისტემის მეშვეობით მიღებული მონაცემების სახელშეკრულებო ურთიერთობების საფუძველზე, გადაეცემა განახორციელოს სატრანსპორტო საშუალების მონაცემზე მომსახურების საფასურის თვეში 0,5 ლარის ოდენობით გადახდის შემთხვევაში.
მანვე კომისიის წევრებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების თაობაზე გააცნო ინფორმაცია.
ვასილ აბულაძემ ასევე, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცებისა და პარკირების, სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის, სატრანსპორტო საშუალების თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასურების დადგენის შესახებ“ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა მიწის ნაკვეთების გაცვლის ფორმით, უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით პრივატიზების საკითხები წარადგინა.
სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნინო ბაგაშვილმა “კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, რამდენიმე მისამართზე გასატარებელი ღონისძიებების საკითხის შეთანხმების თაობაზე დადგენილების პროექტი წარადგინა.
და ბოლოს, საკრებულოს წევრებმა რამდენიმე მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები და მიწის ნაკვეთებზე ფუნქციური ზონალური ცვლილებები დაამტკიცეს.