16 აგვისტო 2019
დღეს თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელზეც თავმჯდომარის ახალ მოადგილედ ირაკლი ზარქუა დაამტკიცეს. ირაკლი ზარქუა VI მოწვევის საკრებულოს საფინანსო- საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე იყო. შესაბამისად, ახალი ხელმძღვანელი ჰყავს საფინანსო- საბიუჯეტო კომისიასაც და მას ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია უხელმძღვანელებს. რაც შეეხება ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიას მას საკრებულოს უმრავლესობის წევრი ნინო ლაცაბიძე ჩაიბარებს.
სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 42 საკითხი განიხილეს. მათ შორის: „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.
გარდა ამისა, კომისიის წევრებმა სხვადასხვა მისამართზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებები დაამტკიცეს და რამდენიმე მიწის ნაკვეთის გაცვლის ფორმით პრივატიზების საკითხები შეათანხმეს.
დღესვე, დეპუტატებმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.
საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებთან ერთად, თბილისის მასშტაბით მოძრავი ავტობუსებითა (M3) და მეტროთი სამგზავრო გადაყვანისას, მგზავრების შეღავათიანი ტარიფით სარგებლობის უფლების მინიჭებაზეც იმსჯელეს. ფასდაკლება შეეხება როგორც სამგზავრო პლასტიკურ ბარათებს, ისე გადახდის სხვა ინოვაციურ საშუალებებს.
საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი განიხილეს
ნოემბერი 21,2025
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა
ოქტომბერი 31,2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს
ოქტომბერი 30,2025