16 აგვისტო 2016 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული თექვსმეტი საკითხი განიხილეს. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი უძღვებოდა.
დღის წესრიგის პირველი საკითხი, რომელიც დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-105 დადგენილებაში ცვლილების შეტანას ეხებოდა, დეპუტატებს საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ წარუდგინა.
ამის შემდეგ, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელს ნესტან ადვაძეს მოუსმინეს, რომელის მიერ წარმოდგენილი საკითხები განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებით დავალებებს, კორექტირებული პროექტების და პირველადი პროექტების შეთანხმებებს ეხებოდა.
გარდა ამისა, სხდომაზე მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსს კარლო ლაფერაძეს მოუსმინეს, რომელმაც თბილისში სხვადასხვა მისამართებზე მდებარე მუნიციპალიტეტისა და კერძო საკუთრებაში არსებული ქონებების გაცვლისა და პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებასთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგინა.
საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი განიხილეს
ნოემბერი 21,2025
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა
ოქტომბერი 31,2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს
ოქტომბერი 30,2025