17 ივლისი 2015 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
საკრებულოს წევრებმა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონებში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტების შეთანხმების თაობაზე იმსჯელეს და დადებითად შეაფასეს.
დეპუტატების გადაწყვეტილებით რამდენიმე ცვლილება "თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობის უფლებით გადაცემის წესშიც შევიდა".
დღესვე დადებითი რეკომენდაცია მიეცა უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის, უსასყიდლო, დროებითი სარგებლობის, ვადიანი უზურფრუქტით, აღნაგობისა და იჯარის ფორმით გადაცემასაც.
სხდომაზე საკრებულოს წევრებმა თბილისის მთავრობისთვის "თბილსერვის ჯგუფის" კაპიტალის გაზრდის თაობაზე იმსჯელეს და მერიის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების კაპიტალის გაზრდის გზით შ.პ.ს. "თბილსერვის ჯგუფისთვის" გადაცემას მისცეს თანხმობა.
სხდომას დედაქალაქის მერიისა და გამგეობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი განიხილეს
ნოემბერი 21,2025
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა
ოქტომბერი 31,2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს
ოქტომბერი 30,2025