01 მაისი 2015 საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 81-ე, 82-ე და 83-ე მუხლებისა და „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ 2014 წლის 18 ივნისის N411 დადგენილების საფუძველზე, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს აპარატი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო პირობებს აცხადებს.
ატესტაცია ორ ეტაპად ჩატარდება და მას საკრებულოს აპარატის 117 მოხელე ექვემდებარება.
პირველ ეტაპს-ტესტირებას მიმდინარე წლის 16 მაისს იუსტიციის სასწავლო ცენტრი ჩაატარებს. ხოლო მეორე-ეტაპს-გასაუბრებას კი, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს საკონკურსო-საატესტაციო კომისია არაუგვიანეს 20 ივნისისა.
ატესტაციის პირველი ეტაპის-ტესტირების მინიმალური გამსვლელი ზღვარი, კანდიდატის მიერ გაცემული სწორი პასუხების 65,5 %-ით, ანუ 40 ქულით იქნება განსაზღვრული.
საკრებულოში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა
ივნისი 13,2025
თბილისის საკრებულოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა
ივლისი 07,2024
ზურაბ ჩიკვილაძე საკრებულოს აპარატისა და სამაჟორიტარო წარმომადგენლობების თანამშრომლებს შეხვდა
ივნისი 28,2024