09 მარტი 2017 რვა მარტს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, მერიის, საკრებულოსა და რაიონული გამგეობების თანამშრომელ მანდილოსანთა მონაწილეობით სროლაში (პნევმატური იარაღით) ტურნირი გაიმართა.
შეჯიბრში, რომელიც ნინო სალუქვაძის სახელობის ტირში ჩატარდა, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის გუნდიდან საპრიზო ადგილი საკრებულოს საორგანიზაციო განყოფილების თანამშრომელმა ხათუნა მამფორიამ დაიკავა.
ტურნირში მონაწილე ქალბატონებს კი სამახსოვროდ სიმბოლური საჩუქრები და სიგელები გადაეცათ.
სარევიზიო კომისიის სამდივნოს თანამშრომლებმა „შესაბამისობის აუდიტის“ კურსი გაიარეს
თებერვალი 27,2026
საკრებულოში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა
ივნისი 13,2025
თბილისის საკრებულოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა
ივლისი 07,2024