11 თებერვალი 2016 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა, სხვა საჯარო მოხელეებთან ერთად, პროექტის - „კარგი მმართველობისა და პოლიტიკური ჩართულობის გაუმჯობესება“ - ფარგლებში გამართულ ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს.
ესტონური ორგანიზაცია ,,პრაქსისი პოლიტიკური კვლევის ცენტრი’’ და ევროპული ინიციატივა-ლიბერალური აკადემია თბილისის პროექტი, კარგი მმართველობისა და პოლიტიკური ჩართულობის კუთხით ქართველი საჯარო მოხელეების უნარების და შესაძლებლობების განვითარებას ითვალისწინებს და კარგი მმართველობის, ჩართულობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის გზით, ქართული საჯარო სექტორის განვითარებას ისახავს მიზნად.
ტრენინგის მონაწილე საჯარო მოხელეებმა მოისმინეს ინფორმაცია პროექტის შესახებ და კარგი და ცუდი პოლიტიკური ჩართულობის მნიშვნელობაზე, მიზეზებსა და რისკებზე იმსჯელეს.
ტრენინგის მსვლელობისას კონკრეტულ მაგალითებზე გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც მონაწილეებმა მოწვეულ ექსპერტებთან ერთად განიხილეს ჩართულობის გეგმაში დაინტერესებული პირების განსაზღვრა-შერჩევა, სათანადო მეთოდების განსაზღვრა და კომუნიკაციის პროცესში კომუნიკაციის ტექნიკის გამოყენება.
პროექტი ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანადაფინანსებით განხორციელდა.
სარევიზიო კომისიის სამდივნოს თანამშრომლებმა „შესაბამისობის აუდიტის“ კურსი გაიარეს
თებერვალი 27,2026
საკრებულოში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა
ივნისი 13,2025
თბილისის საკრებულოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა
ივლისი 07,2024