თბილისის საკრებულოში ეროვნული სკრინინგ ცენტრის თანამშრომლებმა, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების სამდივნოების წარმომადგენლებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს, რომელიც დაავადებათა სკრინინგის პროგრამის თაობაზე მოსახლეობის ინფორმირებასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
ღონისძიება თბილისის საკრებულოს აპარატის ინიციატივით და საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სამდივნოს ორგანიზებით გაიმართა.
დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში გამართული შეხვედრა, საკრებულოს აპარატის უფროსის მოადგილემ ელენე კაპანაძემ გახსნა, რის შემდეგაც, ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ ცენტრის საქმიანობისა და დაავადებათა სკრინინგის პროგრამის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა.
მან ასევე ისაუბრა სკრინინგის პროგრამის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე, როგორც კიბოს პრევენციის საშუალებაზე, მომართვიანობის სტატისტიკასა და ყველა იმ კომპონენტზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს უფასო გამოკვლევების ჩატარების საშუალებას აძლევს.
საინფორმაციო შეხვედრაზე დამსწრეებმა ასევე ისაუბრეს სკრინინგისთვის მოსამზადებელ პროცედურებზე, პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობასა და პროგრამის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად მიმართულ ღონისძიებებზე.
ეროვნული სკრინინგ ცენტრის მიერ გამართული საინფორმაციო შეხვედრების მიზანი, ადრეული გამოვლენის გზით სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენციაა, რაც მრავალ გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს.
საკრებულოში კიბერუსაფრთხოების დაცვის თემაზე ტრენინგი მიმდინარეობს
ივლისი 10,2024თბილისის საკრებულოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა
ივლისი 07,2024ზურაბ ჩიკვილაძე საკრებულოს აპარატისა და სამაჟორიტარო წარმომადგენლობების თანამშრომლებს შეხვდა
ივნისი 28,2024