დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარის გულიკო ზუმბაძის ინციციატივით, წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებმა და აპარატის თანამშრომლებმა, კიბოს პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის მოსახლეობაში პოპულარიზაციის მიზნით, ეროვნულ სკრინინგ ცენტრში პროგრამით გათვალისწინებული გამოკვლევები ჩაიტარეს.
მსოფლიოში კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სახელწოდებით”ადრეული პრევენცია გადაარჩენს ადამიანების სიცოცხლეს” აქციის მეორე ეტაპი გაიმართა.
გულიკო ზუმბაძის განცხადებით, 2011 წელს საქართველოში, ავთვისებიანი კიბოს დიაგნოზით, 25143 პაციენტი იყო რეგისტრირებული.”ოფიციალური მონაცემებით, ყოველწლიურად საქართველოში 8000 კიბოს ახალი შემთხვევა ფიქსირდება.შესაბამისად, უახლესი 10 წლის განმავლობაში დაავადების გავრცელების მასშტაბები შეიძლება საგრძნობლად გაიზარდოს.
დღეს, ჩვენ სკრინინგ ცენტრების სახით გვაქვს საშუალება ადრეულ სტადიაზე გამოვიკვლიოთ სიმსივნე, რაც ექიმებს საშუალებას აძლევს დროულად აღმოუჩინონ ადამიანებს დახმარება. ჩვენ ამ აქციით ხაზს ვუსვამთ, კიბოს წიანააღმდეგ ბრძოლაში პრევენციული ღონისძიებების გატარების მნიშვნელობას, რაც იძლევა საშუალებას დროულად ვუმკურნალოთ თავს და გადავარჩინოთ საკუთარი სიცოცხლე”.-განაცხადა დეპუტატმა.
Gგულიკო ზუმბაძემMამ აქციის ფარგლებში მოუწოდა მერიის სტრუქტურებს და რაიონულ გამგეობებს ჩაატარონ მათ სამოქმედო ტერიტორიებზე მსგავსი აქციები, რათა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიაწოდონ ინფორმაცია არსებული სკრინინგ პროგრამის შესახებ, და მოქალაქეებმა საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა შეძლონ.
ეროვნული სკრინინგ ცენტრი კვლევებს ოთხი მიმართულებით ახრციელებს და ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ხორციელდება.
ქალბატონების ასაკი სარძევე ჯირკვლის კიბოს სკრინინგ პროგრამაში 40–დან 70 წლამდე, ხოლო საშვილოსნოს ყელის კიბოს გამოკვლევები 25–დან 60 წლამდეა განსაზღვრული.
მამაკაცებში კი, პროსტატის კიბოს გამოკვლევები და ორივე სქესის მოქალაქეებში მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი 50–დან 70 წლამდე ასაკს მოიცავს
პროგრამული კვლევები არის უფასო და ვრცელდება როგორც თბილისში, ასევე საქართველოში რეგიონებში მცხოვრებ ყველა მოქალაქეზე.