21 ოქტომბერი 2016 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, წარმომადგენლობითი ორგანოს აპარატის უფროსმა ელენე დუმბაძემ და საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა აქციაში ,,გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე“ მიიღეს მონაწილეობა, რომელიც საკრებულოსა და სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის ერთობლივი ინიციატივით მოეწყო.
ანალოგიური აქციები დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში პერმანენტულად იმართება.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი საკრებულოს დეპუტატებთან, ასევე აპარატისა და სამაჟორიტარო ბიუროების თანამშრომლებთან ერთად უანგარო დონორთა აქციას რამდენჯერმე შეუერთდა.
სარევიზიო კომისიის სამდივნოს თანამშრომლებმა „შესაბამისობის აუდიტის“ კურსი გაიარეს
თებერვალი 27,2026
საკრებულოში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა
ივნისი 13,2025
თბილისის საკრებულოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა
ივლისი 07,2024