09 ნოემბერი 2014 "მართვისა და ორგანიზაციულ ქცევასთან“ დაკავშირებით, 8-9 ნოემბერს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის განყოფილებებისა და სამდივნოების უფროსებისთვის ორდღიანი სემინარი ჩატარდა.
ტრენინგის მონაწილეებმა ტრენერებთან ერთად განიხილეს ინტეგრირებული ორგანიზაციული მოდელი და დეტალურად ისაუბრეს სამუშაოების ორგანიზების, ადამიანის რესურსების მართვისა და გუნდური მუშაობის პრინციპებზე.
სემინარის პირველი დღე თეორიულ კურსს და პრაქტიკულ სამუშაოებს დაეთმო, მეორე დღეს კი საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა კონფლიქტების მართვისა და ორგანიზაციული კულტურის შესახებ ანალიზი მოამზადეს.
ტრენინგის ბოლოს ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.
სემინარი დედაქალაქის საკრებულოს მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) ხელშეწყობითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.