17 ივნისი 2015 დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომლები დილის 09.00 საათიდან სვანიძის ქუჩასა და წყნეთის გზატკეცილზე სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას ამ წუთებშიც ეხმარებიან და გაწმენდით სამუშაოებში იღებენ მონაწილეობას.
საკრებულოს წარმომადგენლები სოლიდარობის ნიშნად, თბილისში 13 ივნისს მომხდარი ძლიერი სტიქიის შედეგად წვიმისგან დაზიანებულ ტერიტორიას მიწისგან და ქვა-ღორღისგან ასუფთავებენ.
მოხალისეების განცხადებით, გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობას ისინი სხვადასხვა ლოკაციებზე დღის ბოლომდე გააგრძელებენ.
სარევიზიო კომისიის სამდივნოს თანამშრომლებმა „შესაბამისობის აუდიტის“ კურსი გაიარეს
თებერვალი 27,2026
საკრებულოში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა
ივნისი 13,2025
თბილისის საკრებულოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა
ივლისი 07,2024