19 ივნისი 2015 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომლები სტიქიით დაზარალებულთა დახმარების პროცესში პირველი დღიდან აქტიურად არიან ჩართულნი.
18 ივნისს დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს მოხალისეთა ჯგუფმა წყნეთში, ამილახვარის ქუჩაზე მეწყერის შედეგად დაზიანებული სახლის გაწმენდით სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა.
შენობას, რომელშიც ორი მოხუცი, მათ შორის ერთი ლოგინად ჩავარდნილი ცხოვრობს, მოხალისეები ბეტონის, ქვა-ღორღისა და ნაშალი მასალისგან 2 დღის მანძილზე ასუფთავებდნენ.
საკრებულოს აპარატის თანამშრომლები წყნეთში მორიგეობას ყოველდღიურად, დახმარებას ყველა ოჯახს უწევენ.
სარევიზიო კომისიის სამდივნოს თანამშრომლებმა „შესაბამისობის აუდიტის“ კურსი გაიარეს
თებერვალი 27,2026
საკრებულოში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა
ივნისი 13,2025
თბილისის საკრებულოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა
ივლისი 07,2024