14 ივლისი 2016 დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უანგარო დონორთა აქციაში - ,,ერთი კვირა სხვისთვის’’ მონაწილეობა მიიღო.
საკრებულოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა უანგარო დონორთა პროექტის ფარგლებში სისხლი მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსთან არსებულ შპს „სისხლის ბანკის“ თანამშრომლებს ჩააბარეს.
„უანგარო დონორთა ღონისძიება საკრებულოში პირველად არ იმართება და მსგავსი საქველმოქმედო აქციები მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ მზად ვართ, გვერდში დავუდგეთ თანამოქალაქეებს, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდებათ “,-განაცხადა საკრებულოს აპარატის უფროსმა ელენე დუმბაძემ.
უანგარო დონორთა აქცია ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად არასამთავრობო ორგანიზაციის „შენთვის ანუ ყველასთვის“ ორგანიზებით და საკრებულოს აპარატის მხარდაჭერით წარმომადგენლობითი ორგანოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში დილიდან მიმდინარეობდა.
სარევიზიო კომისიის სამდივნოს თანამშრომლებმა „შესაბამისობის აუდიტის“ კურსი გაიარეს
თებერვალი 27,2026
საკრებულოში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა
ივნისი 13,2025
თბილისის საკრებულოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა
ივლისი 07,2024