თბილისის საკრებულოში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად სისხლის დონაციის აქცია გაიმართა და „ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ზურაბ ჩიკვილაძის ინიციატივით გამართული აქციის ფარგლებში, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა სისხლი ჩააბარეს.
„უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად უკრაინის მოსახლეობა სისხლისა და მისი კომპონენტების ნაკლებობას განიცდის. დაჭრილი და დაშავებული უკრაინის მოქალაქეებისთვის თბილისის საკრებულოს წევრები და თანამშრომლები მზად ვართ გავიღოთ სისხლი. ეს არ არის ერთჯერადი აქცია, ჩვენი თანადგომა გაგრძელდება იქამდე, სანამ ამის საჭიროება ექნება უკრაინელ ხალხს“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ.
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ზურაბ ჩიკვილაძის თქმით, დონაციის შედეგად მოპოვებული სისხლი და სისხლის კომპონენტები უკრაინის სახელმწიფოს მიეწოდება და მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად დაშავებულ პირებს მოხმარდება.
„საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის ინიციატივით, საკრებულოს წევრები და თანამშრომლები უკრაინელი ხალხისთვის უანგარო სისხლის დონაციის აქციაში ვერთვებით. მოძმე უკრაინელი ერი გმირულად იბრძვის მსოფლიო ბოროტების წინააღმდეგ. თითოეული ჩვენგანი მზად არის უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. ჩვენ ერთი გზა გვაქვს - ევროინტეგრაციის გზა. სოლიდარობა უკრაინას“ - განაცხადა დონაციის აქციაზე საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ.
დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში სისხლის დონაციასთან დაკავშირებით გაფორმებული მემორანდუმი ძალაში მისი ხელმოწერისთანავე შევიდა. მისი მიზანია უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად სისხლისა და სისხლის კომპონენტების საჭიროების მქონე პირთა სიცოცხლის გადარჩენა და ის დასახული მიზნის მიღწევამდე იმოქმედებს.
თბილისის საკრებულოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა
ივლისი 07,2024ზურაბ ჩიკვილაძე საკრებულოს აპარატისა და სამაჟორიტარო წარმომადგენლობების თანამშრომლებს შეხვდა
ივნისი 28,2024სამაჟორიტარო ბიუროების თანამშრომლებისთვის ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 26,2024