თბილისის საკრებულოს აპარატის უფროსის მოადგილეები -ელენე კაპანაძე და მაია გეგია აპარატის განყოფილებების უფროსებთან ერთად კიევის საქალაქო საბჭოს დელეგაციას შეხვდნენ.
შეხვედრაზე მასპინძლებმა უკრაინელ სტუმრებს თბილისის საკრებულოს ფუნქციები, კერძოდ კი, აპარატის მუშაობის სპეციფიკა გააცნეს და ამასთანავე, მუნიციპალური განვითარების და ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში თანამშრომლობის გამყარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
საკრებულოს აპარატის სამსახურების ხელმძღვანელებმა უკრაინული დელეგაციის წევრებს საკუთარი განყოფილებების მუშაობის თაობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და ამ მიმართულებით კიევის საქალაქო საბჭოში არსებულ ვითარებას გაეცნენ.
შეხვედრის დასასრულს კი, სტუმრებმა დედაქალაქის საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვალიერეს.