საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი სასტუმრო „რედისონში“ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი საქართველოს „სოლიდარობის ფონდის“ 2014 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციას და ფონდის მხარდამჭერი ორგანიზაციების დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრო.
თბილისის საკრებულო „სოლიდარობის ფონდის“განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის და ფონდში განხორციელებული დონაციების ყველაზე მაღალი მოცულობისთვის დაჯილდოვდა.
მადლობის სერტიფიკატი და სოლიდარობის ჯილდო, საკრებულოს თანამშრომლების სახელით თავმჯდომარეს გიორგი ალიბეგაშვილს გადაეცა.
„თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის ძალიან დიდი პატივია სოლიდარობის ფონდში მონაწილეობის მიღება. აღნიშნული ჯილდო, ამის დადასტურებაა. ვფიქრობ, რომ თითოეული საკრებულოს წევრისა და აპარატის თანამშრომელთათვის დიდად საამაყო იქნება ამ ჯილდოს მიღება. მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ ასეთი სოლიდარობა და მხარდაჭერა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების და მოღვაწეობის ნაწილად უნდა იქცეს. სასურველია, რომ ყველა საჯარო უწყება და არასაჯარო უწყება ჩაერთოს სოლიდარობის ფონდის აქციაში, რათა ჩვენს მომავალს ჯანმრთელი პირობები შევუქმნათ“-განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
„სოლიდარობის ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მარიამ ჯაშმა, დედაქალაქის საკრებულოს წევრებსა და აპარატის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა ჩართულობისა და მჭიდრო თანამშრომლობისათვის.
„ პირველი წლის შედეგები სხვადასხვა პარამეტრებით შეფასდა. თბილისის საკრებულოს წევრებმა ყველაზე მაღალი საშუალო ყოველთვიური თანამონაწილეობა დააფიქსირეს. უღრემის მადლობა მინდა გადავუხადო საკრებულოს თითოეულ წევრს, აპარატის თანამშრომლებს და იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო ინტენსიურად შევძლებთ ონკოლოგიური დაავადებების გარდა სხვა ბავშვთა პრობლემებზეც ერთად თანამშრომლობას“- განაცხადა მარიამ ჯაშმა
ღონისძიების ფარგლებში სოლიდარობის ჯილდო გადაეცა 24 საჯარო უწყებას, როგორც მუნიციპალიტეტებს, ასევე ცალკეული სამსახურების რწმუნებულების აპარატებს, სამინისტროებს, ეროვნულ კომისიებსა და საბჭოებს, რომელთა თანამშრომლებიც სრული შემადგენლობით მონაწილეობდნენ სოლიდარობის ფონდის საქმიანობაში ან ყოველთვიურად ყველაზე დიდი მოცულობით ან საშუალოდ ყველაზე დიდი ოდენობის დონაციებს ახორციელებდნენ.
სოლიდარობის ჯილდო სხვადასხვა რეიტინგული პარამეტრებით 16 კერძო კომპანიასა და არასამთავრობო ორგანიზაციას გადაეცა, რომლებიც ფონდის ამოქმედების პირველივე წელს შეუერთდნენ ინიციატივას.
ასევე ღონისძიებაზე 43 საჯარო უწყება, სოლიდარობის ფონდის მუდმივმოქმედი კომისიის წევრები და დამკვირვებლები 2014 წელს გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის მადლობის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
თბილისის საკრებულოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა
ივლისი 07,2024ზურაბ ჩიკვილაძე საკრებულოს აპარატისა და სამაჟორიტარო წარმომადგენლობების თანამშრომლებს შეხვდა
ივნისი 28,2024სამაჟორიტარო ბიუროების თანამშრომლებისთვის ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 26,2024