თბილისის საკრებულოს აპარატის უფროსი ელენე დუმბაძე განცხადებას ავრცელებს.
"არსებული რეალობის საზოგადოებისთვის დეზინფორმაციული ფორმით მიწოდება და ამასთან, თემის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა, ვფიქრობთ, ელემენტარულად უხერხულობას ქმნის და სულ ცოტა, ცილისწამების მცდელობაა.
ვარაუდი ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით უმძიმესი ბრალდებაა, რომელიც შესაბამისი ფაქტებით უნდა გამყარდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ბოდიში მაინც უნდა იქნას მოხდილი.
კვარტალური პრემია დედაქალაქის ყველა მოწვევის საკრებულოს აპარატში გაიცემოდა და ეს დამალული არავისთვის ყოფილა.
13 ივნისს მომხდარი ტრაგედიისას არსებული თანხების მობილიზება დაზარალებულთა დახმარების ფონდებში მოხდა.
სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ აპარატის თანამშრომლებმა წამახალისებელი კვარტალური პრემია ივნისის ნაცვლად ივლისში, ერთი თვით დაგვიანებით მიიღეს.
მოგეხსენებათ, ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება შეიძლება მოხდეს მხოლოდ ქველმოქმედების ან პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე. სხვა შემთხვევაში, შრომის კოდექსის შესაბამისად, გაწეული საქმიანობა უნდა ანაზღაურდეს.
გამომდინარე ზემოთთქმულიდან, ის პირები, რომლებიც ტესტირებებისა და კონკურსების მიმართულებით დასაქმდნენ, შესაბამისი თანხით წახალისდნენ.
ეს იყო ჯამში არა მთლიანი აპარატი - არამედ კონკრეტული 13 პირი :კადრების განყოფილების-5 თანამშრომელი, სამდივნოს 2 უფროსი, იურიდიული განყოფილების 3 თანამშრომელი, აპარატის უფროსი და აპარატის უფროსის მოადგილე.
აღნიშნულმა თანამშრომლებმა გაწეული ზენორმირებული და განსაკუთრებული სირთულის დავალების შესრულებისთვის პრემიის სახით მიიღეს კუთვნილი ხელფასის 50 %.
ანალოგიური იყო ქალაქ თბილისში, 2015წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნა-ჩატარებასთან დაკავშირებითაც.
საკრებულოს აპარატის საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის განყოფილების 3-3 თანამშრომელი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის 1 თანაშრომელი გაწეული ზეგანაკვეთური შრომის გამო წახალისებული იქნენ და პრემიის სახით ჩაერიცხათ ხელფასის 50 % .
მე, როგორც საკრებულოს აპარატის უფროსს მიმაჩნია, რომ აპარატის თანამშრომელთა შრომისუნარიანობის ამაღლებისა და მოტივაციის გაზრდის მიზნით, მათ მიერ შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაო კანონის შესაბამისად უნდა ანაზღაურდეს.
ამდენად, თემის პოლიტიკურ და მითუმეტეს, თითქმის სისხლის სამართლებრივ ჭრილში გადატანა არის მიზანმიმართულად გათვლილი და პროვოკაციული ქმედება",-ნათქვამია განცხადებაში.
თბილისის საკრებულოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა
ივლისი 07,2024ზურაბ ჩიკვილაძე საკრებულოს აპარატისა და სამაჟორიტარო წარმომადგენლობების თანამშრომლებს შეხვდა
ივნისი 28,2024სამაჟორიტარო ბიუროების თანამშრომლებისთვის ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 26,2024