16 თებერვალი 2015 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამერიკის ეროვნულ – დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ პოლიტიკურ ფოკუს ჯგუფებს შორის ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი, დეპუტატები და აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
კვლევის შედეგები საკრებულოს წარმომადგენლებს „NDI - საქართველოს“ დირექტორმა ლორა თორნტონმა წარმოუდგინა. მისი თქმით, კვლევა ოთხ ქალაქში – თბილისში, თელავში, ზუგდიდსა და ქუთაისში ჩატარდა სამ ფოკუს ჯგუფში – „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და ის ადამიანები, რომლებიც არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ უჭერენ მხარს.
NDI-ს დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში დაგეგმილია ეროვნული მასშტაბით საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩატარება უშუალოდ ადგილობრივი ხელისუფლების თემატიკაზე და თბილისის საკრებულოს ამ კუთხით თანამშრომლობა შესთავაზა.
საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა NDI–ს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა, ლორა თორნტონის შემოთავაზებას თბილისის საკრებულოს სახელით დაეთანხმა და შესაბამისად, მოხდა შეთანხმება ურთიერთთანამშრომლობასთან დაკავშირებით.
საკრებულოში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა
ივნისი 13,2025
თბილისის საკრებულოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა
ივლისი 07,2024
ზურაბ ჩიკვილაძე საკრებულოს აპარატისა და სამაჟორიტარო წარმომადგენლობების თანამშრომლებს შეხვდა
ივნისი 28,2024