ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე თბილისის საკრებულოს აპარატისა და სამაჟორიტარო წარმომადგენლობების თანამშრომლებს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში ზურაბ ჩიკვილაძემ დამსწრე საზოგადოებას სახელმწიფოსა და თვითმმართველობაში არსებულ ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე მიაწოდა დეტალური ინფორმაცია.
შეხვედრას თბილისის საკრებულოს წევრები, საკრებულოს აპარატისა და სამაჟორიტარო წარმომადგენლობების თანამშრომლები ესწრებოდნენ.