"დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჩატარებული საახალწლო ღონისძიებები შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციას ისახავდა მიზნად’’, - ეს განცხადება თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს აპარატის უფროსის მოადგილემ ელენე კაპანაძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც საკრებულოს მიერ საახალწლო ნაძვის ხის ზეიმის მოწყობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.
ელენე კაპანაძის განმარტებით, აღნიშნული ღონისძების ჩატარებას დეპუტატთა სრულმა უმრავლესობამ, მათ შორის ოპოზიციურმა პარტიებმაც დაუჭირეს მხარი.
"ღონისძიება, რომელიც ორ სეანსად გაიმართა, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით მოეწყო და მას ახალქალაქის სოფელ ბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეები, ასევე საკრებულოს დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომელთა შვილებიც ესწრებოდნენ. ვფიქრობ, შშმ პირთა სოციალური ინტეგრაციისთვის მსგავსი ღონისძიებების მოწყობა მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რასაც სამომავლოდ კიდევ ვგეგმავთ’’,- განაცხადა ელენე კაპანაძემ.
საკრებულოს აპარატის უფროსის მოადგილემ ტენდერის თაობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სატენდერო პირობები საბაზრო მოთხოვნილებების მიხედვით იყო შედგენილი და გამარჯვებული კომპანია აბსოლუტურად გამჭვირვალე სატენდერო კომისიამ საფუძვლიანის შესწავლის შედეგად გამოავლინა.
ელენე კაპანაძემ საახალწლო პროგრამის მრავალფეროვნებასა და შინაარსს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ თანხა შესრულებული სამუშაოების მოცულობის ადექვატურად დაიხარჯა.
"2010 წელს ჩატარებული საახალწლო ღონისძიებებთან შედარებით წელს ნაკლები თანხა დაიხარჯა, მით უმეტეს, რომ, როგორ უკვე აღვნიშნე, საახალწლო ნაძვის ხე პატარებისთვის საკრებულოში 2 სეანსად გაიმართა და თავისი მასშტაბურობითა და მოცულობით ბევრად სანახაობრივი და შთამბეჭდავი იყო.
გამომდენარე აქედან, ვფიქრობთ, ღონისძიების მოსაწყობად გაწეული ხარჯები სავსებით მისაღები და ადექვატური იყო, რაშიც ამ სფეროში მოღვაწე ყველა ადამიანი დამეთანხმება’’,-აღნიშნა ელენე კაპანაძემ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 3 იანვარს საკრებულოს ისტორიულ შენობაში გამართულ საახალწლო ნაძვის ხის ზეიმზე პატარებს უმასპინძლა. საახალწლო ღონისძიებას სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები, ახალქალაქის სოფელ ბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეები, ასევე საკრებულოს დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომლების შვილები დაესწრნენ.
ახალქალაქის სოფელ ბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომლების მიერ შეგროვებული ქართულენოვანი ლიტერატურა და საზოგადოება "თამარიონის" განცხადების საფუძველზე, სოფელ ბავრის სკოლის ბიბლიოთეკას ფონდის შესავსებად თბილისის სხვადასხვა მუნიციპალურ საბიბლიოთეკო ფონდებში დაცული ქართული მხატვრული ლიტერატურა უსასყიდლოდ გადაეცა.
თბილისის საკრებულოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა
ივლისი 07,2024ზურაბ ჩიკვილაძე საკრებულოს აპარატისა და სამაჟორიტარო წარმომადგენლობების თანამშრომლებს შეხვდა
ივნისი 28,2024სამაჟორიტარო ბიუროების თანამშრომლებისთვის ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 26,2024