თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის მხარდაჭერით და ,,სპორტის მართვის ასოციაციის“ ორგანიზებით, “იმედის სპორტულ კომპლექსში“, სამოყვარულო მინი-ფეხბურთის ჩემპიონატმა სტარტი აიღო.
ღონისძიება პროექტ „როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“ ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და მასობრივი სპორტის განვითარებაში ინოვაციური ინსტრუმენტების და ელექტრონული ტექნოლოგიების აქტიურ გამოყენებას ისახავს მიზნად.
ტურნირში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული გუნდები იღებენ მონაწილეობას. პირველ შეხვედრაში საკრებულომ ისანი/სამგორის რაიონული გამგეობების გაერთიანებული გუნდი დაამარცხა.
სამოყვარულო მინი-ფეხბურთის ჩემპიონატი 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
საკრებულოში კიბერუსაფრთხოების დაცვის თემაზე ტრენინგი მიმდინარეობს
ივლისი 10,2024თბილისის საკრებულოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა
ივლისი 07,2024ზურაბ ჩიკვილაძე საკრებულოს აპარატისა და სამაჟორიტარო წარმომადგენლობების თანამშრომლებს შეხვდა
ივნისი 28,2024