თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა.
დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს, აღნიშნული საკითხების განხილვა ბიუროს სხდომამდე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, გარემოს დაცვის, ასევე ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიებზე განხორციელდა. საკითხები ძირითადად ინფრასტრუქტურულ, გამწვანებისა და სპორტის სფეროებს მოიცავდა.
საუბარია გზების მოხრეშვაზე, საკანალიზაციო, სანიაღვრე, სადრენაჟე და წყალსადენი ქსელების მოწყობა –რეაბილიტაციაზე, ინდივიდუალურ გაზიფიცირებაზე, გზების მოვლა – შეკეთებაზე, ავარიული სახლების და სხვა ნაგებობების გამაგრებაზე, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობაზე, ბაღებისა და სკვერების გამწვანება–კეთილმოწყობაზე, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში, მძლეოსნობის არენის მშენებლობის დაფინანსებაზე და სხვა პროექტებზე.
აღნიშნული პროექტები, საბურთალოს, ჩუღურეთის, კრწანისისა და ნაძალადევის რაიონებში უახლოეს მომავალში განხორციელდება.
დეპუტატებმა ყველა საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.